ძვირფასო მეგობრებო,

თქვენს წინაშეა ვებგვერდი

აქ ერთმანეთს შევხვდებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაფანტული, მშობლიურ ფესვებსა და მიწა-წყალს მოშორებული   და სამშობლოში მცხოვრები საქართველოს შვილები,  განურჩევლად ეროვნებისა თუ რელიგიისა. დადებითი ენერგიით გამსჭვალულ სივრცეში ერთმანეთს გავუზიარებთ ჩვენს ისტორიებს, შემოქმედებას, გამოცდილებას, ფიქრებს, ოცნებებს, წუხილსა თუ სიხარულს..

აქ იმედით აღვავსებთ ერთმანეთს!  

ჩვენი ბილიკები არის უზარმაზარ სამყაროში გაბნეულ, საქართველოს სითბოს მოწყურებულ ადამიანთა დამაკავშირებელი ხიდი, პიროვნული განწმენდისა და განწყობის გაუმჯობესების მიზნით.

მოდი,  ერთად ჩავბეროთ ნათელი სული ჩვენს ბილიკებს და გავასხივოთ  პირუთვნელი სიკეთე და მართალი სიტყვა!




ჩვენი მეგობარია ჩელტი. ღვინის კომპანია 

ჩვენი მეგობარია ჩელტი. ღვინის კომპანია